ახალი ამბები

ივანიშვილი ალასანიას უწყებაში მივიდა

6 თებერვალი, 2013 • 970
ივანიშვილი ალასანიას უწყებაში მივიდა

პრემიერის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრი დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფების მეთაურებს გაესაუბრა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

 

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თქვენ სამშობლოს ემსახურებით. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარები და თქვენ პირადად ჩართული ხართ საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო პროცესში. თქვენ ძალიან დიდ სამსახურს უწევთ თქვენს სამშობლოს და მთლიანად მსოფლიოს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დისლოცირებულ სხვადასხვა სამხედრო ნაწილების მეთაურებსაც მიმართა.

 

„საქართველოს მთავრობა და თქვენი მინისტრი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველმა სამხედროებმა ღირსეული სამსახური შეძლონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.” 

ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი