ახალი ამბები

დაკავებულია ხობის დამსუფთავებელი კომპანიის დირექტორი

6 თებერვალი, 2013 •
დაკავებულია ხობის დამსუფთავებელი კომპანიის დირექტორი
საგამოძიებო უწყების ცნობით, ნუკრი წოწონავავამ საახალწლო ნაძვისხის და განათების აქსესუარების   შეძენის მიზნით ინდმეწარმე

ნუკრი წოწონავა
ნუკრი წოწონავა

“დავით ადონიასთან” გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც  ბიუჯეტიდან 21 731 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებდა.  წინასწარი გარიგების საფუძველზე  ინდმეწარმე “დავით ადონიამ” გახარჯა 13 731 ლარი, ხოლო დარჩენილი 8 000 ლარი  გადასცა ნუკრი წოწონავას.  გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულს აღნიშნულ ხელშეკრულებაში ხარჯთაღრიცხვა  ხელოვნურად  ჰქონდა  გაზრდილი.



მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
 
 
ნუკრი წოწონავა 2000–2001 წლებში მუშაობდა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექტორად, 2006 წელს კი მუშაობა განაგრძო  საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხობის განყოფილებაში სპეციალისტად. წოწონავას 2008  წლიდან დღემდე  შპს “ხობის დასუფთავება და განათებას” დირექტორის პოსტი ეკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი