ნეტგაზეთი | ცუნამის საშიშროება 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ – Netgazeti

ცუნამის საშიშროება 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

რამდენიმე საათის წინ წყნარ ოკეანეში, სოლომონის კუნძულების სიახლოვეს ძლიერი, 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა ცუნამის საშიშორების შესახებ. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის საშიშროების გამო გაფრთხილებულია სოლომონის კუნძულები, ვანუატუ, ნაურუ, პაპუა ახალი გვინეა, ტუვალუ, ახალი კალედონია, კოსრაე, ფიჯი და კირიბატის რესპუბლიკა. მოსალოდნელ ცუნამისთან დაკავშირებით აკვირდებიან ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ინდონეზიის სანაპიროებსაც.

 

როგორც წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრში აცხადებენ, მათი განგაშის სიგნალი გამოწვეულია ოკეანის სიღრმეში მომხდარი მიწისძვრით და ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, წარმოიქმნა თუ არა ცუნამი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge