ახალი ამბები

შსს “ჩანერგილთა” სიების შესწავლას არ გეგმავს

6 თებერვალი, 2013 • 944
შსს “ჩანერგილთა” სიების შესწავლას არ გეგმავს

ის, რომ ამა თუ იმ პარტიას შეიძლება ჰყავდეს ჩანერგილი, ვფიქრობ ნორმალურია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური “შპიონაჟი”. თუ ჩვენ საქმე გვაქვს შსს-ს მიერ ჩანერგილ “აგენტებზე” ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაში, რა თქმა უნდა, ეს უკვე დაუშვებელია კანონით და დასჯადი ქმედებაა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მე უბრალოდ არ ვიცი, რა უნდა გავარკვიო. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის აქტუალური საკითხი არ არის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვქვს შესასწავლი,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2 -ის ეთერში დღეს, 5 თებერვალს. 


მისივე თქმით, როდესაც საუბარია “აგენტებსა” და ადამიანის პირად ცხოვრებაზე, მათი ძიება ამჟამინდელი შსს-ს სტილი არ არის.


“ეს იყო ჩვენი წინამორბედის სტილი, სწორედ ისინი აშანტაჟებდნენ პოლიტიკურ ოპონენეტებს მათი პირადი ცხოვრების მაკომპრომატირებელი მასალებით. სხვათა შორის, ჩემი მთელი წლის საუბრების აუდიოფაილები აღმოვაჩინეთ სამინისტროში. გარდა ამისა, ბევრი ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს მივაგენით, რომელიც განადგურდება,”- განაცხადა მინისტრმა. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი