ახალი ამბები

მარიკა ვერულაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქცია დატოვა

5 თებერვალი, 2013 • 1889
მარიკა ვერულაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქცია დატოვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ვერულაშვილის განცხადება 4 თებერვლით თარიღდება, სადაც მიუთითებს, რომ ტოვებს ფრაქცია “რეგიონებს”. მისივე თქმით, დღეს ამ განცხადების თაობაზე ეცნობა ბიუროს და იმდენად, რამდენადაც, პროცედურის თანახმად, აღნიშნული განცხადება განხილვას არ საჭიროებს, ის იქნა ცნობად მიღებული და ვერულაშვილი ამ დროისთვის რჩება პარლამენტის უფრაქციო დეპუტატად.

 

300

“ვერულაშვილის განცხადებაში მითითებულია, რომ ტოვებს “ნაციონალურ მოძრაობას, რატომ? – ეს მას უნდა კითხოთ. მე თუ მეკითებით, მე არ მიკვირს,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

 

ვერულაშვილი განცხადებაში არ განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ ტოვებს უმცირეობის ფრაქციას, ხოლო თავად მარიკა ვერულაშვილთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

 

განცხადება იმის თაობაზე, რომ ვერულაშვილზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რომ მას დაეტოვებინა “ნაციონალური მოძრაობა” და მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ვერულაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი მეუღლე, დაკითხვაზე იყო დაბარებული.

 

ეს ინფორმაცია მაშინვე უარყო პროკურატურამ, დღეს კი მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა კიდევ ერთხელ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მარიკა ვერულაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი