ახალი ამბები

თავდაცვის სამინიტრომ საკონტრაქტო სამსახურზე გაწვევა გამოაცხადა

5 თებერვალი, 2013 •
თავდაცვის სამინიტრომ საკონტრაქტო სამსახურზე გაწვევა გამოაცხადა

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა რამდენიმე დღეა დაიწყო: “ეს პროცესი ახლა შევიდა  აქტიურ ფაზაში. თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული ნაკრების კალათბურთელები აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიას. გარდა ამისა, კლიპიც გავა ტელევიზიით, სადაც  საკონტრაქტო პირობები იქნება წარმოდგენილი და გაკეთდება ასევე სარეკლამო განცხადებები ტრანსპორტში.”  

თამარ ქაროსანიძე
თამარ ქაროსანიძე

 

თამარ ქაროსანიძის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებთან ოთხწლიანი კონტრაქტი ფორმდება: “მათი ყოველთვიური ანაზღაურება ამ ეტაპზე არის 700 ლარი. თუმცა ახლო მომავალში იგეგმება, რომ ეს ანაზღაურება გაიზარდოს. სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. არის სპეციალური სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ, რომლის გავლის შესაძლებლობაც აქვთ კონტრაქტით დაქირავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. შესაბამისად, შერჩევის გავლის შემდეგ მათთან კონტრაქტი გაფორმდება.”

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თუ რამდენ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმდება კონტრაქტი, ჯერ დადგენილი არ არის. მათი დასაქმება შერჩევის წესით მოხდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი