“იუისტიციის მინისტრი არის პოლიტიკოსი. შესაბამისად, სასამართლო და პოლიტიკა ვერ დაიწყებენ დებატებს. საერთოდ,
სასამართლოსთან კოჰაბიტაცია არის ის, რომ მხარეებმა უნდა მოიტანონ თავიანთი პოზიციები სასამართლოში და სასამართლო ან დააკმაყოფილებს მათ, ან არა, მხარეებს კი შეუძლიათ ზემდეგომ ინსტანციებში არასასურველი გადაწყვეტილების გასაჩივრება”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო არავის ოპოზიციაში არ დგას და კონკრეტული მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებისა და იმის მიხედვით, თუ რამდენად ასაბუთებენ მხარეები თავიანთ პოზიციებს სასამართლო განხილვისას.
“ჩვენ არავისთან არ გვაქვს წინააღმდეგობა, არც ვინმეს ოპოზიციაში არ ვართ, პირიქით, მზად ვართ თანამშრომლობისთვის”, – თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა თავად ქმნიან პრობლემას სასამართლოსთან ურთიერთობაში, რადგან მიიჩნევენ, რომ სასამართლომ მათი ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
კუბლაშვილის თქმით, ნორმალურია, როდესაც სასამართლო ხან აკმაყოფილებს და ხან არ აკმაყოფილებს მხარეთა მოთხოვნებს და გადაწყვეტილება საქმის მასალების მიხედვით გამოაქვს.