ახალი ამბები

ხორცის რეალიზატორების საპროტესტო აქცია პარლამენტთან

5 თებერვალი, 2013 •
ხორცის რეალიზატორების საპროტესტო აქცია პარლამენტთან

“შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მოვითხოვთ, რომ რაიონებსა და სოფლებში ვეტერინარული სამსახურების განვითარებამდე მეხორცეებს ხორცის რეალიზაციის საშუალება ფორმა #2-ის გარეშე მიეცეთ. გარდა ამისა, პარლამენტმა შეიმუშაოს გონივრული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ორიენტირებული იქნება გლეხების და მომხმარებლის უფლებების დაცვაზე და არა არსებული მონოპოლისტური გარემოს შენარჩუნებაზე. საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოს სასაკლაოების მოწყობაზე სოფლებში, სადაც განვითარებულია მესაქონლეობა, რადგან ხორცის რეალიზატორებს არ მოუწიოთ საქონლის ცოცხლად ტრანსპორტირება ქუთაისში, რაც მათ აიძულებთ დამატებითი და გაუმართლებელი ხარჯი გასწიონ,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

 

“ჩამოვედი აჭარის მაღალმთიანი რაიონიდან. მე ადგილზე ვაწარმოებ საქონლის დაკვლას, მიმაქვს ბაზარში და ვყიდი. სასაკლაოების შედეგად მე იძულებული ვარ ცოცხალი წამოვიყვანო, ცოცხალი როგორ წამოვიყვანო? ამ წუთას ჩემთან ზამთარია და 2 მეტრი თოვლია,” – ამბობს ხულოში მცხოვრები როსტომ გელაძე. 

 

შეგახსენებთ, რომ ხორცის რეალიზატორების პროტესტი 28 იანვარს გაფიცვით დაიწყო. 29 იანვარს ისინი ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის ადგილის, ე.წ. სასაკლაოს შემოღებას აპროტესტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი