ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილმა ელჩებს სასამართლო სისტემის ცვლილებები გააცნო

5 თებერვალი, 2013 •
კოტე კუბლაშვილმა ელჩებს სასამართლო სისტემის ცვლილებები გააცნო

შეხვედრა უზენაეს სასამართლოში შედგა. მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ის დაგეგმილი ცვლილებები გააცნო, რაც სასამართლო სისტემაში უნდა განხორციელდეს 2013 წლიდან. 

 

კოტე კუბლაშვილის თქმით, დაგეგმილია სამი ძირითადი ცვლილება. პირველი შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვიდაც, ყველა მოსამართლე დაინიშნება უვადოდ 65 წლის ასაკამდე. კუბლაშვილის თქმით, ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ  ახალ მოსამართლეებს, არამედ მოქმედ მოსამართლეებს, რომლებსაც მოსამართლედ მუშაობის ვადა უვადოდ უნდა განესაზღვროთ. 

 

უზენესი სასამარლოს თავმჯდომარის თქმით, ასევე იგეგმება ელექტრონული საქმის წარმოების დანერგვა სასამართლოს გარე მომხმარებელთათვის.

 

როგორც კუბალშვილი ამბობს, პროკურორები და მოსარჩელეები შეძლებენ ელექტრონული სისტემის საშუალებით თავიანთი საქმეების გაკონტროლებას და სასამართლოში მისი პროცესისთვის თვალყურის დევნას. 

 

კუბლაშვილმა თანამშრომლობის ჯგუფის შექმნაზეც ისაუბრა. როგორც ირკვევა, ჯგუფის წევრები იქნებიან როგორც მოსამართლეები, ასევე პროკურორები, ადვოკატები და პროფესორ- მასწავლებლები.

 

“ჯგუფში შემავალი წევრები ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბებიან. საკანონმდებლო პროექტების გარდა, ისაუბრებენ სასამართლო პრაქტიკაზე და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. მაგალითად, აღმკვეთ ღონისძიენებზე და ფარულ მოსმენებზე სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამ ჯგუფის მუშაობის მიზანი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდა,”-განაცხადა კუბლაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი