მისი თქმით, 2013 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოძიება ძველი მთავრობის ხარჯების შემცირების შედეგად მოხერხდა:
“ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა 2013 წლის ბიუჯეტში. 359 მილიონი დაიხარჯება ჯანდაცვის პროგრამებზე, 633 მილიონი კი, დაზღვევაზე. 2013 წელს 3–4 პროცენტით გაიზარდა საყოველთაო დაზღვევის ბიუჯეტი. 1 თებერვლიდან საქართველოს მოსახლეობა მიიღებს მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს, 1 აპრილიდან კი -საბაზისო პაკეტს.”

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, 2103 წლის ბიუჯეტში სოცუზრუნველყოფის პროგრამებზე 1 მილიარდ 360 მილიონი დაიხარჯება:” 2013 წლის 1 აპრილიდან პენსია 67 წლის ასაკის პენსიონერებისათვის 125 ლარი იქნება. 1 სექტემბრიდან გაიზრდება 20 პროცენტით და გაუტოლდება საარსებო მინიმუმს და 150 ლარი გახდება. ინვალიდების პენსია 100 ლარამდე გაიზრდება, მარჩენალდაკარგულთაც 100 ლარს გაუტოლდება, ასევე პოლიტრეპრესირებულთა პენსიაც 100 ლარი გახდება. ”
პრემიერმინისტრის ინფორმაციით, 2013 წლის ბიუჯეტში მთავარი სიახლეა საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება: “ვისი შემოსავალიც არ აღემატება 600 ლარს, ამ თანხაში 150 ლარი არ დაიბეგრება და დაქირავებული წლის ბოლოს 320 ლარს მეცამეტე ხელფასის სახით მიიღებ ” – განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრი საზოგადოების წინაშე მთავრობის 100 დღის ანგარიშით წარსდგა. მედიასთან შეხვედრა “შერატონ მეტეხი პალასში” ამ წუთებშიც მიმდინარეობს.