ახალი ამბები

კუკავა: რაც ხდება სასამართლო სისტემაში, ამას უშუალოდ ივანიშვილის ოჯახი მართავს

8 მაისი, 2017 •
კუკავა: რაც ხდება სასამართლო სისტემაში, ამას უშუალოდ ივანიშვილის ოჯახი მართავს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდა პარტია “თავისუფალი საქართველოს ” ლიდერი კახა კუკავა.

“რაც ხდება სასამართლო სისტემაში, ამას უშუალოდ მართავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ეს კადრები თქვენ ყველას ძალიან კარგად გაქვთ ნანახი. მინდა ყველას მოვუწოდო, ჩვენ უნდა დავიწყოთ იგივე მოძრაობა, რაც დავიწყეთ 2006 წელს. მაშინაც არ იყო თავიდან ხალხმრავალი აქციები, მაგრამ ის დამთავრდა სააკაშვილის რეჟიმის დამხობით,”- განაცხადა კახა კუკავამ.

იგი ასევე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას იმის შესახებ, რომ დაწესდეს სანქციები მოსამართლეების შეურაცხყოფაზე და “ქართველებს, განსაკუთრებით, მამაკაცებს” მოუწოდა, დღეში ერთხელ ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით, “ვიდრე უფასო არის ეს ყველაფერი”.

კახა კუკავა აქციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსღთან ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ. 8.05.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი

კახა კუკავამ თავადაც გადაწყვიტა ამ კონტექსტში მოეხსენიენებინა საბჭოს წევრები და გამოიყენა სიტყვები- “გარეწრები, ნაძირლები და მანქურთები”.

“ყველა ქართველმა ეს უნდა გაიმეოროს დღეში ერთხელ, რომ ეს უნამუსოები და უსინდისოები არ დაგვასვას თავზე ასევე უსინდისო ივანიშვილმა,”- განაცხადა კახა კუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე არ გახდება ცნობილი საბჭოს გადაწყვეტილება მურუსიძის უვადოდ დანიშვნას დაკავშირებით. საბჭოს სხდომა, რომელიც 11:30-ზე იყო დანიშნული, პრესსამსახურის განცხადებით, ჯერ არ დაწყებულა. დილიდან საბჭოს შენობასთან აქციას მართავს ადვოკატთა ასოციაციაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი