ახალი ამბები

“გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო

8 მაისი, 2017 • 2470
“გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო

დღეს, 8 მაისს, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო. მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ:

“გზა დასავლეთისკენ ჩვენი საზოგადოების არჩევანია. ეს არის არჩევანი, რომელიც კანონის პატივისცემაზე გადის და პირველ რიგში, სწორედ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. ეს ის პრობლემაა, რომლის დასაძლევად მხოლოდ სამართალდამცავთა მაქსიმალური ჩართულობა საკმარისი არ არის, თუ არ იქნება თითოეული მოქალაქის ნება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,” – განაცხადა კვირეულის პრეზენტაციაზე მღებრიშვილმა.

შსს-ში საგზაო უსაფრთხოების კვირეული გაიხსნა. 8.05.2017. ფოტო: გივი ავალიანი

ღონისძიებაზე მინისტრმა, როგორც თვითონ აღნიშნა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, შსს-ს სოციალური კამპანიის “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” აქტიური მონაწილეები და მხარდამჭერები მადლობის სიგელით დააჯილდოვა. სიგელები ჟურნალისტებს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გადაეცათ.

შს მინისტრმა საგზაო უსაფრთხოების კვირეული გახსნა. 8.05.2017. ფოტო: გივი ავალიანი

პრეზენტაციაზე შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამსწრეებს გააცნეს ახალი კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემას ეხება და წელს, 1 ივლისიდან შედის ძალაში. შს მინისტრის განცხადებით, 1 ივნისიდან უწყება კანონის შესახებ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას დაიწყებს:

“სრული დატვირთვით ამოქმედდა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რაც მოგვცემს კომპლექსური მიდგომების და ეფექტური მეთოდების გამოყენების საშუალებას. კანონი და ჩვენი აქტივობები დაახლოებით ნახევარ წელიწადში ხელშესახებ, რეალურ, პოზიტიურ შედეგებამდე მიგვიყვანს,”-აღნიშნა მღებრიშვილმა.

შსს-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გაიხსნა 08.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, სამინისტრომ ფოტოკონკურსი გამოაცხადა. პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს და ფულადი პრიზი გადაეცემა.

შსს-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გაიხსნა 08.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი შსს-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გაიხსნა 08.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი შსს-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გაიხსნა 08.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი