სამინისტროს განცხადებით, ძირითადი განსხვავება ძველსა და ახალ კვების რაციონებს შორის ასეთია:
1. ახალ სტანდარტში კალორიები შეესაბამება ევროპულ სტანდარტს – დაბალი, საშუალო და მაღალი ფიზიკური აქტივობის კატეგორიებისთვის.
2. შექმნილია სხვადასხვა ჯგუფებზე მორგებული 11 განსხვავებული მენიუ (დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფთათვის, ნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებებისთვის, ქალი მსჯავდებულებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის, არასრულწლოვანთათვის, დიაბეტით დაავადებულთათვის, სამკურნალო დაწესებულებაში მყოფთათვის, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებით დაავადებულთათვის, ღვიძლით დაავადებულთათვის და პოსტოპერაციულ მდგომარეობაში მყოფ მსჯავდებულთათვის).
3. ახალი სტანდარტი მოიცავს 12 ისეთ პროდუქტს, რომელიც აქამდე მსჯავრდებულთა კვების რაციონში საერთოდ არ შედიოდა.
4. ძველი სტანდარტში კალორაჟი ძრითადად უზრუნველყოფილი იყო პურპროდუქტების, ცხიმების და პარკოსნების ხარჯზე. აღნიშნული პროდუქტები შენარჩუნებულია ახალ მენიუშიც, თუმცა გაზრდილია ხორცის და რძის ნაწარმის წილი.
როგორც სამინისტრო აცხადებს, ახალი სტანდარტი სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დიეტოლოგების და ჰიგიენის ინსტიტუტის ერთობლივი მუშაობის პროდუქტია.
