ახალი ამბები

ჩიფსი, ჟელიბონი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მინისტრმა სკოლებში აკრძალა

6 მაისი, 2017 • 7059
ჩიფსი, ჟელიბონი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მინისტრმა სკოლებში აკრძალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 5 მაისს ბრძანება გამოსცა, რომელიც სკოლებში ჯანსაღი კვების სტანდარტების დანერგვას ეხება.

მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მიზანშეწონილია, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალოს შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

საღეჭი რეზინი, კანფეტი, შოკოლადი, მაიონეზით შეზავებული პროდუქცია, სოკო ნებისმიერი ფორმით, დაკონსერვებული პროდუქტი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი, გაზიანი სასმელები მინერალური წყლის გარდა, ჩიფსები, ჟელიბონი, გარდა თხილეულისა, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი, ან ცხიმი.

დასაშვები პროდუქციის ნუსხა კი ასე გამოიყურება:

წყალი, ხილის წვენი ან კომპოტი, კისელი, იოგურტი, ხილის წვენით, დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები, ჩაი, კაკაო, ხილი და ბოსტნეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი