აქციის მონაწილეებმა საკრებულოს წინ ვარსკვლავის სტიკერი გააკრეს, წარწერით – “ამირან მუდმივი”. გარდა ამისა, ისინი ეცადნენ ხვადაგიანისთვის სიგელი გადაეცათ, თუმცა მის კაბინეტში არ შეუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ეს აქცია საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ პირველი არ არის: 2 თებერვალს სიმბოლურად გახსნეს “ამირან მუდმივის” სახელობის ქუჩა.
