ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი: მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას

4 თებერვალი, 2013 • • 1001
აშშ–ის ელჩი: მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას

“მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას ჰქონდეს საშუალება მართოს ქვეყანა, რადგან საზოგადოება ელოდება შედეგებს, ელოდება ვითარების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკა არ გახდეს თვითმიზანი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობისა და ოპოზიციის კოაბიტაციის პროცესი ეფექტურად გაგრძელდეს. ჩვენ ამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

ჟურნალისტებმა აშშ–ის ელჩს ხელისუფლების 100–დღიანი საქმიანობის შეფასებაც თხოვეს, რაზეც ნორლანმდა უპასუხა: “აღნიშნული

რიჩარდ ნორლანდი/ფოტო: აშშ–ს საელჩო საქართველოში
რიჩარდ ნორლანდი/ფოტო: აშშ–ს საელჩო საქართველოში

100 დღის შეფასების პროცესი ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველის. უახლოესი 1–2 კვირის მანძილზე ჩვენ მოვისმენთ ძალიან ბევრ შეფასებას. გაცილებით უფრო საინტერესოა ვნახოთ, როგორ შეაფასებს ამას ქართული საზოგადოება და ამის შემდეგ ჩვენც მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებას. მნიშნელოვანია გავითვალისიწნოთ ისიც, რომ 100 დღე მცირე დროა ნებისმიერი მთავრობისათვის. რა დასკვნაც არ უნდა გავაკეთოთ ამ 100 დღესთან დაკავშირებით, ეს მაინც იქნება წინასწარი შეფასება”.   

მასალების გადაბეჭდვის წესი