ახალი ამბები

ქუთაისის მერიაში დაპირისპირებამ პოლიციაში გადაინაცვლა [Video]

2 თებერვალი, 2013 •
ქუთაისის მერიაში დაპირისპირებამ პოლიციაში გადაინაცვლა [Video]

კერძოდ, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე აცხადებს, რომ ძოწენიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სხცადა.

 

“გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით დავიკითხეთ. სერიოზულად არ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი, ერთის გარდა, რომ ცოტა სირცხვილია, როცა კაცები ასე არკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას, ნებისმიერ ხმამაღალ საუბარზე თუ ზემოთ-ქვემოთ ვირბინეთ, არ ვიცი, აქედან რა გამოვა,” – განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

 

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ფრაქცია “ქუთაისის” თავმჯდომარეს მამუკა მღვდელაძეს ის დღეიდან “მამუკა ცრუს” არქმევს:

 

სამარცხვინოა საკრებულოში იყოს დეპუტატი, რომელიც მთელი ცხოვრება ცრუობს. მე დღეის შემდეგ მას დავარქმევ “მამუკა ცრუს”. მან გააკეთა რამდენიმე განცხადება და მისი განცხადების საფუძველზე ვართ დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად სამმართველოში,” – განაცხადა ხვადაგიანმა. 

 

1 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას ამირან ძოწენიძემ და ამირან ხვადაგიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაადასტურეს:

 

“არაფერი შეურაცხყოფა მისთვის მე  არ მიმიყენებია და ფიზიკურად რომ გავწეულიყავი მისკენ, ცოტა სხვა მდგომარეობაში ნახავდით მას, გარწმუნებთ,”- განაცხადა ძოწენიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ თოფურიძის მხარდამჭერ აქციაზე მამუკა მღვდელაძემ ამირან ხვადაგიანს “ამირან მუდმივი” უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი