როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიზო ბანძელაძე ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა წავიდეს:
“დღევანდელი თეატრალიზებული აქციით ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი კონკრეტულად ამირან ხვადაგიანის და “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რეალურად მიაჯაჭვა ეს ადამიანი ქუთაისს, ქუთაისელების ნების საწინააღმდეგოდ, იმიტომ, რომ რეალურად ხალხმა უკვე დააფიქსირა თავისი არჩევანი 1 ოქტომბერს და ვითხოვთ, რომ დაფიქრდეს ეს ადამიანი, დაფიქრდეს მთლიანად “ნაციონალური მოძრაობა” და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. სწორი გადაწყვეტილებაა შემდეგი: წავიდნენ, ადგილი დაუთმონ ახალ ძალას”.
დღევანდელ აქციას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქუთაისის” თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძეც შეუერთდა:
“ახალგაზრდების თეატრალიზებულ აქციას ვუერთდები, რომლებმაც გახსნეს ამირან ხვადაგიანის, საკრებულოს თავმჯდომარის, ანუ ამირან მუდმივის ქუჩა. ნამდვილად იმსახურებს ეს ადამიანი პატივგებას და მისი სახელობის ქუჩა რომ ქუთაისში იყოს, ქუთაისლებისთვის არის დიდი პატივი და უფრო მეტიც, გამოვდივარ ინიციატივით, ბატონი ამირან ხვადაგიანი დასახელდეს ყველა მთავრობის პირობებში მუდმივ საკრებულოს თავმჯდომარედ,” – აღნიშნა მამუკა მღვდელაძემ.
