ახალი ამბები

უგულავა გამოძიებას მერიაში ელოდება

2 თებერვალი, 2013 • 995
უგულავა გამოძიებას მერიაში ელოდება

როგორც უგულავამ რუსთავი 2-ზე, გადაცემა “პოზიციაში” საუბრისას განაცხადა, მას უწყება დაგვიანებით მიუვიდა, რის გამოც ხვალინდელი დღის გრაფიკის გადაგეგმვა ვერ მოახერხა:

“ხვალინდელი დღე მე მაქვს გაწერილი, ხვალ ველოდები გამოძიებას, თუ არ ვცდები პაატა მამულაშვილია გამომძიებელი, მერიის თანამშრომლები დახვდებიან, მას მე მივიღებ და გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს. მე არანაირად ბოროტად არ ვსარგებლობ ჩემი უფლებებით, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თუ გამოძიებას არ აწყობს ხვალ, 4 საათზე აქ მობრძანება, მე ზეგ, და ეს რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა,  პრეზიდენტთან ერთად ორი დღით მივემგზავრები კონფერენციაზე მარშალის ფონდის ორგანიზებით და დაბრუნებისთანავე შევჯერდებით მომდევნო ურთიერთობის ფორმაზე. თუ ვინმეს ამ დღეების განმავლობაში ილუზია შეექმნა, რომ მე მივდივარ და აღარ დავბრუნდები, მინდა ასევე გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე ვთქვა, რომ ამ სიამოვნებას მე ივანიშვილს, კბილაშვილს, წულუკიანს და ა.შ. ნამდვილად არ მივანიჭებ”, – განაცხადა უგულავამ. მან ბრალდებას პოლიტიკური ტაკიმასხრობა უწოდა:

“ნაცვლად იმისა, რომ მიხედონ კრიმინოგენულ სიტუაციას, მთელი საგამოძიებო სამსახურები დაგეშილები არიან და მიმდეინარეობს ქალბატონების დაკითხვა ერთი ნიშნით – რატომ იყავი შენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. ბრალდება პოლიტიკური ტაკიმასხრობაა. თეატრალური კვარტეტის წევრების დასაქმების შესახებ ინფორმაცია მე, სამწუხაროდ, არ მქონდა, მაგრამ აქაც დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო დიდი პრობლემაა, როცა პოლიციის აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი და პრორექტორი არის ელდარ-ლუკა კურტანიძე”, – აღნიშნა უგულავამ.

თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ხვალ, 13:00 საათზე  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5,245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებითაა დაბარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი