“პრემიერ- მინისტრს ჩავაბარე ანგარიში ჩვენი ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ, რომელიც საკმარისად წარმატებული ვიზიტი იყო. მე მინდა გარკვეული აჟიოტაჟის შესახებაც გითხრათ, რომელიც ატეხილია მთავრობის ირგვლივ, კოალიციის ირგვლივ. ყველაფერი არის აბსოლუტურად ნორმალური, ჩვენ ყველა საკითხზე გულწრფელად ვლაპარაკობთ, როგორც კოალიციაში პარტიები, ისევე მთავრობაში, მთავრობის წარმომადგენლები. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ჩვენი გეგმების შესრულებას.
რაც შეეხება პარტიებს, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომ იყვნენ ისეთ საქმიან კოორდინაციაში, როგორც ადრე ვიყავით, ვერ ვხედავ ვერანაირ გადაულახავ პრობლემას,”- განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შესახებ ივანიშვილმა დღეს, დავით საგანელიძის განცხადების შემდეგ განაცხადა.
დავით საგანელიძის განცხადებით, რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებისა და თავმჯდომარეების წარდგენის პროცესში კანდიდატურებთან დაკავშირებით კოალიციის შიგნით დაპირისპირებები იქმნება. მისი განმარტებით, ის ადამიანები, ვინც წარმოდგენილ კანდიდატურებს ეწინააღმდეგება, შესაძლოა, კოალიციის პარტიებში შეღწეული “ნაციანალური მოძრაობის” აქტივისტები იყვნენ. ერთ-ერთ პარტიად კი, საგანელიძემ ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დაასახელა.








