ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრმა დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების შესახებ ბრძანება გამოსცა

1 თებერვალი, 2013 •
ჯანდაცვის მინისტრმა დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების შესახებ ბრძანება გამოსცა

მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების მონიტორინგისა და ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებებს „სასწრაფო შეტყობინების“ ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. 


აღნიშნული ბრძანების საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებებმა ჯანდაცვის სამინისტროს დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე მშობიარობიდან  პირველი 42 დღის ჩათვლით) გარდაცვალების, მკვდრადშობადობის თითოეულ შემთხვევისა და  0-5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში უნდა აცნობონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი