აზერბიაჯანული ინტერნეტ-პორტალი Medan TV და სომხეთის ქსელური გამოცემა Hetq.am-ის ჟურნალისტი ზარუი მეჯლუმიანი სიტყვისა და პრესის თავისუფლების მხარდაჭერისთვის Free Media Award-ის პრემიით დააჯილდოვეს. პრემია Free Media Awards ორი ფონდის- ნორვეგიული Fritt Ord -ისა და გერმანული Die Zeit-Stiftung Ebelin und Gerd Bucerius-ის მიერ არის ინიცირებული.
აზერბაიჯანული გამოცემა Medan TV 2003 წელს ბერლინში იმ ჟურნალისტებმა დააფუძნეს, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად იდევნებოდნენ.
“დაბრკოლებების მიუხედავად, Meydan TV საზოგადოებას ინფორმაციას უშიშრად და ობიექტურად აწვდის. გამოცემა ვრცლად აშუქებს აზერბაიჯანში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მას ჰყავს განსაკუთრებით დიდი აუდიტორია სოციალურ მედიაში”, – ნათქვამია პრემიის ორგანიზატორთა პრესრელიზში.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და მაღალი ტექნოლოგიების ელექტრონული უსაფრთხოების ცენტრმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაბლოკონ რიგი თავისუფალი ინტერნეტ-რესურსები აზერბაიჯანში. მათ შორისაა meydan.tv.
რაც შეეხება სომხური heqt.am-ის ჟურნალისტს, მისი ჟურნალისტური მასალები ძირითადად სომხეთში სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებს შეეხება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ზარუი მეჯლუმიანს არაერთხელ განუახლებია “გაყინული” სასამართლო საქმეები.
გარდა ამისა, წელს აღნიშნული პრემიით დააჯილდოვეს რუსეთის წარმომადგენლებიც: მხატვარი კარიკატურისტი სერგეი ელკინი და “მედიაზონისა” და “რადითავისუფლების” ჟურალისტი ანტონ ნაუმლიუკი.
2016 წელს იგივე პრემია აზერბაიჯანის “თავისუფლების” ჟურნალისტს, სეიმურ ჰაზის გადაეცა. ის აღნიშნულ პრემიაზე აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამაც წარადგინა.
2015 წელს Fritt Ord -ისა და Die Zeit-Stiftung Ebelin und Gerd Bucerius-ის პრემია ნეტგაზეთსაც გადაეცა.