შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, დღეს, 3 მაისს, დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის თეთრიწყაროში მომხდარ ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

მათივე ცნობით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ორივე დაღუპული ერთ ავტომობილში იჯდა, ერთი მათგანი მძღოლი იყო, ხოლო მეორე – მგზავრი.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *