პუტინი ბიბილოვს შეხვდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

რუსული და ოსური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ, უკვე პირადად მიულოცა ბიბილოვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან კავშირების გარღმავების გზას გააგრძელებს.

ოფიციალური ცნობითვე, პუტინი ბიბილოვს რუსეთის მიერ ფინანსურ მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ესაუბრა.

ანატოლი ბიბილოვი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად 2017 წლის 9 აპრილს აირჩიეს. აღნიშნულ პოსტზე მან ლეონიდ თიბილოვი შეცვალა.

ქართული  მხარე და საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთს, ისევე როგორც აფხაზეთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს და, შესაბამისად, არ ცნობს ამ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რეპსუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

ვლადიმერ პუტინი, ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაცია

ვლადიმერ პუტინი, ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი