აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ცნობით, “თბილისის მიკროავტობუსის” ავტოპარკში უწყების თანამშრომლები არიან შესული და ქონების დაყადაღების პროცესი მიმდინარეობს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ უწყებაში შემოვიდა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, კრედიტორი საქმეში არის სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი”, მოვალე კი კომპანია “თბილლაინი”. კომპანიის დავალიანება “თიბისი” ბანკის მიმართ 2 მილიონი ევროა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ბესიკ ლილუაშვილის განმარტებით, სააღსრულებო პროცესის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დააყადაღეს კომპანია “თბილლაინის” ბალანსზე რიცხული ყვითელი სამარშრუტო ტაქსები. სულ დაყადაღდება 153 ერთეული, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ ნაწილია.”
აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, თუ კომპანია “თბილლაინი” კერედიტორს ვალს არ გადაუხდის, დაყადღებული ქონება აუქციონზე გაიყიდება.
