ახალი ამბები

დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე [Video]

30 იანვარი, 2013 •
დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე [Video]

სხდომის დროს სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებმა საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობა გააკრიტიკეს. ერთ-ერთი გამომსვლელის თქმით, რომელმაც ომში ფეხი დაკარგა, ქალაქის მერია მას და მის მდგომარეობაში მყოფ 14 ადამიანს ყურადღებას არ აქცევს. რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა:  

 

“ადამიანი, რომელიც აქ გამოვიდა დღეს და დასვა თავისი პრობლემები, ძალიან მეტკინა და მეწყინა, რომ… ერთ რამეზე დავფიქრდი, სიმართლე რომ გითხრათ, თურმე, ის ვერ მიგვიღწევია ჩვენ, რომ ადამიანმა, რომელმაც ფეხი დაკარგა თუ ხელი, ინვალიდია და იმასთან მივსულიყავით და მადლობა გვეთქვა. ამას ვერ გავექცევით”.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა “კოალიცია გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის” წევრი ზურაბ ხურციძე. მისი თქმით, საკრებულომ ახალი მერი უნდა აირჩიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სასამართლოს მიმართავენ და საპროტესტო აქციებს გამართავენ:

 

“საკრებულომ კანონით დადგენილ ვადაში გამოაცხადოს მერის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი და შექმნას ავტორიტეტული და მიუკერძოებული კომისია”.

 

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ხვადაგიანმა მიმდინარე მოვლენები შეაფასა:

 

“მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი სხდომით, ადამიანები მოსულები არიან და თავის გასაჭირს ამბობენ ხმამაღლა. მე არ უარვყოფ, არავინ არ უარყოფს იმას, რომ პრობლემები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. არის სერიოზული პრობლემები სოციალურ სფეროსთან დაკავშირებით და ვალდებული ვართ, რომ ეს პრობლემები მოვისმინოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი