„საკრებულოს თავმჯდომარის დაუყოვნებლივ გადადგომას მოვითხოვთ და ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას მოვუწოდებთ, ქალაქისთვის იფიქრონ და არ იფიქრონ საკუთარ თავზე. ვგულისხმობ იმას, რომ პრემიების გამოწერით ნუ არიან დაკავებული და ბიუჯეტი, რომელიც ქალაქის საქმეს უნდა მოხმარდეს, მოახმარონ ქალაქს,“ – ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი მანუჩარ სისვაძე.
მისივე თქმით, 6 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლას აპირებს და ისინი საპროტესტო აქციას მოაწყობენ:
„ეს უსახური არსება აპირებს, მოქალაქე სააკიანი, თუ სააკაშვილი აპირებს პარლამენტში მისვლას. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, ვინც ვქართველობთ, ვისაც გვაქვს გენში ქართველობა და ადამიანობა, უბრალოდ, ვაპირებთ გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი და მას არა აქვს უფლება, ის ცხოველიც კი არ არის. კურდღელს ეძახოდნენ მას ცხრამეტში. ის კურდღელიც არ არის. კურდღელს კურდღლების არ ეშინია. ამ ვიგინდარას, ამ უსახურ არსებას, რომელსაც ქართული მიწა არ უნდა ეღირსოს მაგას და წესის აგება არ უნდა ეღირსოს მას არც ქართულად და არც ქრისტიანულად.“
