ფრაქცია ქდმ სამი წევრისგან შედგებოდა, რომელთაგან ერთი – გიორგი გეგელაშვილი რამდენიმე კვირის წინ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო კიდევ ერთ წევრს, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს დავით დვალს მისი სამომავლო გეგმების შესახებ დღეს განცხადება არ გაუკეთებია.
სხდომა ქუთაისის საკრებულოში ამ დროისთვისაც გრძელდება ხმაურის ფონზე. სხდომის დაწყებამდე გაიმართა საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ამირან ხვადაგიანის გადადგომის მოთხოვნით.
მოქალაქეების ნაწილი საკრებულოს დღევანდელ სხდომას ესწრება, ისინი თვითმმართველობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას აკრიტიკებენ.