ახალი ამბები

მიკროავტობუსის მძღოლების გაფიცვა კვლავ გრძელდება

30 იანვარი, 2013 • • 968
მიკროავტობუსის მძღოლების გაფიცვა კვლავ გრძელდება

მიკროავტობუსის ერთ–ერთმა მძღომა დათო ფაციამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ წუხელ, გვიან ღამით კვლავ უშედეგოდ დასრულდა მძღოლების მოლაპარაკება მიკროავტობუსის კომპანიასთან და თბილისის მერიასთან. მისი თქმით, ხელმძღანელობამ გაფიცულებს მხოლოდ ინდ. მეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადის – 10 ლარის შესაძლო დაწესებაზე ესაუბრა, რაც მათთვის მიუღებელია.

 

მძღოლები კვლავ მოითხოვენ ინდ. მეწარმის სტატუსის გაუქმებას, ასევე, ყოველდღიური შესასრულებელი გეგმის დაკლებას. ისინი უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან, რის გამოც დედაქალაქში გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გართულებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი