ახლა კი მოვაჭრეებს რაიონებიდან ცოცხალი პირუტყვის ქუთაისში ჩამოყვანა და ე.წ. სასაკლაოზე დაკვლა უწევთ.

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის როინ ბაშელეიშვილის მტკიცებით, სასაკლაოზე, ე.წ. ბოინში ანტისანიტარიაა:

 

„ვიყავით გუშინ სასაკლაოზე და ცუდი სიტუაციაა, ძალიან ცუდი. პლუს ამას, მარტო ერთი ბოინია ქუთაისში. მოიმატებს ფასი, რაც ყველას არ აწყობს და თავისთავად არ გვაწყობს ჩვენ, არ აწყობს მომხმარებელს.“

 

ფასების ზრდაზე საუბრობს დათო არჩვაძეც. მისი თქმით, ახლახან ამოქმედებული კანონი ხორცის რელიზატორებს ჩაგრავს:

 

„ხორცი გაძვირდება – ეს აშკარაა. ტრანსპორტირება რაიონებიდან ქუთაისამდე ცოცხალი საქონლის ძვირი დაჯდება. როცა 10 ლარი უჭირს ხალხს გადაიხადოს, ისეთი სიდუხჭირეა იმერეთში, რომ არაფერი არ ფუნქციონირებს, არავითარი ფაბრიკა-ქარხნები, დაუსაქმებელია ხალხი და კიდევ გაძვირებისკენ გვიბიძგებს ეს ხელისუფელბა? ამაზე გვაქვს ჩვენ პრეტენზია, თორემ ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ. ჩვენგან ზოგს ორ-ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული, მაგრამ დღეს ამ ცხოვრების წინაშე ჩლუნგები ვართ იმიტომ. რომ გვჩაგრავს ეს კანონი, არასწორად გვეპყრობა, ეს არ უნდა იყოს“.

 

აქციის მიმდინარეობისას ხორცის რეალიზატორებთან მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირაკლი შენგელია და მერიის კონტროლის განყოფილების უფროსი კობა გაბიანი გამოვიდნენ და მანიფესტანტებს ვიცე-მერთან ამირან ძოწენიძესთან ასვლა და მასთან აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი შესთავაზეს, რა დროსაც მერიის თანამშრომლებსა  და პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელ გოგი წულაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

მოგვიანებით ქალაქის ვიცე- მერი, ამჟამად  მერის მოვალეობის შემსრულებელი ამირან ძოწენიძე ხორცის რეალიზატორებთან შესახვედრად გარეთ გამოვიდა. აქციის მონაწილეებს ვიცე -მერი წერილის შემუშავებაში და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *