ახალი ამბები

საგარეჯოში 15 წლის ბიჭს ეძებენ. ოჯახის თქმით, იგი სამუშაო ადგილიდან დაიკარგა

29 აპრილი, 2017 • 4767
საგარეჯოში 15 წლის ბიჭს ეძებენ. ოჯახის თქმით, იგი სამუშაო ადგილიდან დაიკარგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ 15 წლის ბიჭს ეძებს.

პოლიციის ცნობით, შეტყობინება 112-ში გუშინ, 28 აპრილს, შევიდა და სამძებრო ღონისძიებები მყისიერად დაიწყო. პოლიციის განმარტებით, გამოძიება არაა დაწყებული, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგულის საქმე გაუჩინარებიდან მეხუთე დღეს დგება.

“რუსთავის 2”-ის ცნობით, ერთი თვის წინ  ბიჭი ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე წაიყვანეს მეზობელი სოფლის ფერმაში სამუშაოდ, როგორც ოჯახის წევრებმა ტელეკომპანიას განუცხადეს, 24 აპრილს მოითხოვეს, რომ ფერმის წარმომადგენლებს ბიჭი სახლში მიეყვანა, თუმცა ფერმის პასუხისმგებელმა პირებმა 28 აპრილს ოჯახს განუცხადეს, რომ ბიჭი გაუჩინარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი