თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ონლაინ ენციკლოპედიის საიტ wikipedia.org-ზე წვდომა დაახშო იმ მოტივით, რომ ის ქვეყნის უშიშროებას საფრთხეს უქმნის.

როიტერსის ცნობით, ამ ნაბიჯის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა ადამიანის უფლებების დამცველებისა და დასავლელი მოკავშირეების წუხილი, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

გამოცემის ცნობითვე, კომუნიკაცების კომისია, რომელმაც შეზღუდა წვდომა საიტზე, აცხადებს, რომ მას კანონი აძლევს უფლებას, შეზღუდოს წვდომა საიტზე თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების კეთილდღეობასა და წესრიგს.

საიტის შესასღუდად კომისიამ უნდა მიმართოს სასამართლოს, ხოლო შემდეგ 2 დღის ვადაში მოსამართლე იმსჯელებს, რამდენად დასაბუთებულია საიტის შეზღუდვა.

2016 წლის ზაფხულის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ ფეისბუქისა და ტვიტერის დაბლოკვაში, რასაც ხელისუფლება უარყფდა.

Published by მიშა მეფარიშვილი

მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Exit mobile version