ახალი ამბები

lenta.ru საქართველოზე: მზე კვლავ ჩრდილოეთიდან ამოდის

28 იანვარი, 2013 • • 2185
lenta.ru საქართველოზე: მზე კვლავ ჩრდილოეთიდან ამოდის

რუსული საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს

დაპირისპირება რუსეთთან მეგობრობის მომხრეებსა და ნატო–ს მხარდამჭერებს შორის – ასე ასათაურებს ფოტოს lenta.ru
დაპირისპირება რუსეთთან მეგობრობის მომხრეებსა და ნატო–ს მხარდამჭერებს შორის – ასე ასათაურებს ფოტოს lenta.ru

კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის–ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, რომელმაც პრესაში ღიად განაცხადა, რომ  რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებას პოლიტიკური ცხოვრების დასაწყებად აპირებს. როგორც გამოცემა წერს, ვალერი ხაბურძანიას პარტია მკვეთრად პრორუსული იქნება და ის შეეცდება საქართველოს მოსახლეობას “ლეგალურად” შესთავაზოს რუსული არჩევანი დასავლურის სანაცვლოდ.

 

lenta.ru ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 2000–იანი წლების დასაწყისში უშიშროების მინისტრ ხაბურძანიას მოადგილე იყო.

 

“მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, ახალმა მთავრობამ გამოაცხადა რუსეთთან დაახლოების კურსი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების თქმით საქართველოს პრიორიტეტად კვლავ რჩება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, ამ ერთობებში მისი შესვლის შანსი მოჩვენებითია. სიტუაციას ართულებს დაურეგულირებელი კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში: საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ შეძლო გასაგებად აეხსნა, როგორ აპირებს “ოკუპირებული ტერიტორიების” პრობლემის მოგვარებას”, – წერს lenta.ru.

 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები: ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა და პოლიტპატიმრად მიიჩნია რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლდნენ, გარდა ამისა, ქართულმა საკაბელო მაუწყებლებმა თავიანთ ქსელში კვლავ ჩართეს რუსული საინფორმაციო არხები და დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

 

lenta.ru წერს, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ დაბრუნდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, მათ შორის- მხედრიონის ერთ–ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, თენგიზ კიტოვანი და კახა თარგამაძე, სამშობლოში დაბრუნებას და პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას კი აპირებენ ვალერი ხაბურძანია და იგორ გიორგაძე.

 

“ამის პარალელურად გააქტიურდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზციები. ისინი გამოვიდნენ ნატო–ში შესვლის წინააღმდეგ და მოითხოვეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვა. მათ განაცხადეს, რომ ეს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგებას. ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან სიტყვა “ოკუპანტის” ხსენებას რუსეთთან მიმართებაში”, – წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო.

 

სტატია სრულდება ედუარდ შევარდნაძის მიერ ოდესღაც ნათქვამი ფრაზით: მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. ავტორი იქვე დასძენს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, განსხვავებები ჯერ კიდევ არსებობს იმ დროსთან შედარებით, როცა შევარდნაძემ ეს ფრაზა თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი