თორნიკე შიოლაშვილის თქმით, მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც მანქანები ნაგავსაყრელზე შესვლას კვლავ ვერ ახერხებენ. შიოლაშვილის თქმით, თბილისში ნაგვის ურნების დაცლა მანქანებმა დღეს მხოლოდ ერთხელ შეძლეს:
“შევხვდით მოსახლეობას, მათ აწუხებდათ სუნი პოლიგონთან, ასევე თქვეს, თითქოს პოლიგონიდან გამოდიოდა დაბინძურებული წყლები, რაც არ იყო სიმართლე. ჩვენ წინა წლებში გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები.მათ შევთავაზეთ, რომ გამოყონ რამდენიმე ადამიანი, რომელიც დააკვირდება, რა პროცესები მიდის პოლიგონზე, მათ ავუხსნით და დავარწმუნებთ, რომ იქ არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა ამაზე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ცალსახად ითხოვენ, რომ პოლიგონი გადავიდეს სხვაგან, რაც არანაირად არ არის მიზანშეწონილი და გაუგებარი მოთხოვნაა. პოლიგონის შესასვლელი კვლავ ბლოკირებულია”, – განაცხადა თორნიკე შიოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნაგავსაყრელის ბლოკირება ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს დილით მოახდინა, ისინი ნაგავსაყრელიდან წამოსულ სუნზე და სიბინძურეზე ჩივიან და მის გადატანას ითხოვენ.