„მიზანი ერთია, რომ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ნაციონალური მოძრაობის ბოგინი და მათი პრეტენზიები და მათი სიცრუე და ორპირობა, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. არ შეიძლება, ჩვენ გავიარეთ ძალიან ძნელი გზა და ნაციონალებმა რა უბედურებაც დამართეს ქვეყანას, კიდევ ვერ მივცემთ უფლებას, გააგრძელონ და ცრუ დაპირებებით და დემაგოგიით ძირი გამოუთხარონ იმ ახალმოსულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნისათვის მართლა რაღაც სიკეთით მოვიდა და სასოებით,” – ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი გელა ხუნდაძე.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს:
„მოთხოვნა ჩემი ასე იქნება: მე გამოვალ იქ, აქციაზე, მოთხოვნა კატეგორიული იქნება და მიმართვა, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა გამოცხადდეს დანაშაულებრივ ორგანიზაციად და პოლიტიკაში უნდა აიკრძალოს მისი ყოფნა“.
ქუთაისის საკრებულოს წევრი და დამოუკიდებელი ფრაქცია ქუთაისის“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის თქმით, საკრებულოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაბერილი შტატებია, რისი გაპროტესტებაც აქციების მიზანი იქნება:
„ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯზე ცდილობს გადაარჩინოს თავისი პარტიული რესურსი და დაასაქმოს თავისი პარტიული რესურსი ბიუჯეტის ხარჯზე და ამ ხალხის რაოდენობამ უკვე 815-ს მიაღწია, როდესაც სამი-ოთხი წლის წინ ეს რიცხვი დაყვანილი იყო 350-ის ფარგლებში“.
მისივე თქმით, ქალაქის მერის შერჩევა საკონკურსო წესით უნდა მოხდეს:
„მერს უნდა მიეცეს საშუალება, რომ განახორციელოს რეფორმა, რასაც ჰქვია ოპტიმიზაცია და მერმა უნდა მოახდინოს იმ რეფორმის გაკეთება, რომლითაც ქალაქისთვის უკვე ცნობილი გახდება, რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, როგორ დაიზოგება ეს გაბერილი შტატებში ფინანსები, რას მოხმარდება, როგორ გაიზრდება თუნდაც ბაღის და მუსიკალურების თუ სპორტის წარმომადგენლების ხელფასები და ეს უნდა მოხდეს აუცილებლად რეფორმის ფონზე, რადგან ამას ვერ გააკეთებს და არ გააკეთებს იმიტომ, რომ მათი მიზანი არაა ქალაქის განვითარება, მათი მიზანია ნაციონალური მოძრაობის შტატების გადარჩენა და რესურსების გადარჩენა.“
მღვდელაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს:
„ჯერ არა, მაგრამ შეიძლება ასევე დაიწყოს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი. ჯერ ვადაც არ არის გასული იმ სამი თვიდან. ვნახოთ, შეიძლება დაიწყოს ეს პროცესიც. ამ აქციას, თუ ჩატარდება, ვგეგმავ შევუერთდე, მაგრამ საკრებულოს სხდომაზე ვაპირებ სერიოზული განცხადებების გაკეთებას“.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს 42-ე რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმსჯელეს. საკითხი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” 11 წევრის მიერ იყო ინიცირებული.
სხდომაზე თავმჯდომარის – ამირან ხვადაგიანისთვის და მისი პირველი მოადგილის – ლევან კირკიტაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი არავინ დაუჭირა. რაც შეეხება მეორე მოადგილეს, რომელიც “ქრისტიან-დემოკრატიული” ფრაქციის წევრია, მის ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მერაბ მეშველიანი დაინიშნა.