ახალი ამბები

15 თებერვლიდან 2 მარტამდე გამოცდების ჩაბარება ნებაყოფლობითია

28 იანვარი, 2013 • • 1446
15 თებერვლიდან 2 მარტამდე გამოცდების ჩაბარება ნებაყოფლობითია

კონკრეტულ საგანში  გამოცდის ფორმის არჩევის და საგამოცდო განრიგის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლა იღებს. ის მოსწავლეები, რომლებიც გამოცდების პირველ ეტაპზე ვერ ჩააბარებენ გამოცდას, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები მეორე ეტაპზე 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ჩააბარონ. 

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გამოცდების ჩატარება არის ნებაყოფლობითი ხასიათის და არა სავალდებულო. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კონკრეტულ სკოლაში შეიძლება გამოცდა ჩატარდეს ან არ ჩატარდეს. 

 

მოსწავლეების და ექსტერნების ინფორმირებას და გამცდებზე რეგისტრაციას სკოლა უზრუნველყოფს. საატესტატო გამოცდები სკოლაში წელს გამონაკლისის სახით ტარდება და მომავალი სასწავლო წლიდან საატესტატო გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. გამოცდები ორ წელზე გადანაწილდება და 4–4 გამოცდად ჩატარდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი