ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკმა საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლატფორმა შექმნა

26 აპრილი, 2017 • 1601
საქართველოს ბანკმა საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლატფორმა შექმნა

საქართველოს ბანკმა საქართველოში არსებული საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლატფორმა  www.donate.ge შექმნა. ამ პლატფორმის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა, მისთვის სასურველ ფონდში. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ანაგრიშზე ისახება ზუსტად ის თანხა რასაც მომხმარებლი გადარიცხავს, ანუ მომხმარებლის მიერ გაწეული შესაწირიდან არ იქვითება საკომისიო. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები თანხების შეგროვებას საკომისიოს დაქვითვის გარეშე შეძლებენ.

 donate.ge ასევე თავმოყრილია ინფორმაცია ფონდების საქმიანობის შესახებ. თანხის გადარიცხვა მომხმარებელს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია.

საქველმოქმედო პლატფორმაზე donate.ge გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ფონდები: WeHelp, „სოლიდარობის ფონდი“, ფონდი „იავნანა“, „დიტო ცინცაძის ფონდი“ და ფონდი „სიცოცხლის ხე“. უახლოეს მომავალში დაემატება  სხვა ფონდებიც.

დამატებითი ინფორმაციისთვის და თანხის გადარიცხვისთვის, იხილეთ: donate.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი