ახალი ამბები

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26 აპრილი, 2017 •
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, თემქის რაიონში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შსს-ს ცნობით, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს განცხადებით, მძღოლი არ მიმალულა.  საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

______________________

ნახეთ: სიკვდილი გზებზე – ავტოავარიების სტატისტიკა [ინფოგრაფიკა]

მასალების გადაბეჭდვის წესი