ახალი ამბები

ცეზარ ჩოჩელი დააკავეს

24 იანვარი, 2013 • 1948
ცეზარ ჩოჩელი დააკავეს

ცეზარ ჩოჩელი, ფოტო:კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ცეზარ ჩოჩელი, ფოტო:კახეთის საინფორმაციო ცენტრი

მცხეთა- მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ამ საქმინობის სანაცვლოდ უკანონდ იღებდა დიდი რაოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე, ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად, “ნიუ ენერჯიმ” თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, სოფელ დიღომში,  ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის
337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.

 

ცეზარ ჩოჩელი 2002 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაბა ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2002 წლის 2 ივლისს ახალგორის რაიონის გამგებლად დაინიშნა.  
2003 წლის 2 ნოემბერს ჩოჩელი  საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან გახდა.

 

2008 წლის თებერვლიდან, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულადად – გუბერნატორად დაინიშნა.  ჩოჩელი დაკავებული თანამდებობიდან 2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი