ახალი ამბები

აჭარის დეპუტატები სასაფლაოზე

24 იანვარი, 2013 • 1742
აჭარის დეპუტატები სასაფლაოზე

საუბარია თანაპარტიელებისა და თანამებრძოლების საფლავების მონახულების ტრადიციის დანერგვაზე. ამის თაობაზე ინფორმაციას და ფოტომასალას დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს ფეისბუქზე.


“12 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ინიციატივით, დეპუტატები და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები, კოალიცია ” ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, თანაპარტიელებისა და თანამებრძოლების საფლავებზე მათი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად მივიდნენ. აჭარისწყლიდან ხუცუბნამდე 12 საფლავზე სანთლები დაანთეს და ყვავილებით შეამკეს. რამდენიმე საფლავზე დიდთოვლობის გამო მისვლა ვერ მოხერხდა და თანამებრძოლებისთვის პატივგება გაზაფხულისათვის გადაიდო. ცხოვრებიდან ადრე წასული იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფა, ვისთვისაც სამშობლო ძვირფასი სალოცავი, ხოლო თავისუფლება მთავარი ღირებულება იყო, ამგვარი ფორმით ამიერიდან ტრადიციად დამკვიდრდება”, – ასეთი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს აჭარის უმაღლესი საბჭო.

უმაღლესი საბჭო წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სასაფლაოზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სასაფლაოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი