გამოცემის მიხედვით, პატრიარქის თქმით, ვლადიმერ პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთი და საქართველო ძმებად დარჩნენ.
“ვიზიტის მიზანი არის იმ შეცდომების გამოსწორების დასაწყისი, რომელიც დიდი რაოდენობით იყო დაშვებული. ვფიქრობ, ჩვენ გვეყოფა მამაცობა და სიბრძნე, ეს შეცდომები გამოვასწოროთ. მე შევხვდი ვლადიმერ პუტინს და მოვილაპარაკეთ, რომ ასეთი ურთიერთოებები ასე ვერ გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ძმებად დავრჩეთ. იმაში, რაც მოხდა, არც რუსეთია დამნაშავე და არც საქართველო. ამაში ბრალი ცალკეულ პიროვნებებს მიუძღვით. რუსეთსა და საქართველოს შორის სიყვარული მარადიული იქნება,”- განაცხადა ილია მეორემ.