ახალი ამბები

ივანიშვილი დავოსში მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

24 იანვარი, 2013 • 967
ივანიშვილი დავოსში მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

დღესვე ბიძინა ივანიშვილი სესიაზე „ევროპული რენესანსის საფუძვლის ჩაყრა“ სიტყვითაც გამოვა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, ასევე, ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატისთან.

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ინდური კომპანია TATA-ს აღმასრულებელ დირექტორს მადჰუ კანანს, ლუკოილის გენერალურ დირექტორს ვაჰიტ ალეკპეროვს,  „Black Stone“ ჯგუფის გენერალურ დირექტორს სტივენ შვარცმანთს, „რუსჰიდროს“ აღმასრულებელ დირექტორს ევგენი დოდს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე მიწვეულია J.P. Morgan-ის სახელით გამართულ მიღებაზე. ის ასევე დაესწრება Microsoft-ის საღამოს.

 

ივანიშვილი დავოსში სოროსს შეხვდა
ივანიშვილი დავოსში სოროსს შეხვდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი დავოსში უკვე შეხვდა ჯორჯ სოროსს, ასევე – თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმედ დავუთოღლუს. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები დასახეს.

 

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მისი ქართველი კოლეგა, მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი