ახალი ამბები

“ენერგოპრო ჯორჯია” და “თელასი” მემორანდუმის გასაიდუმლოებაზე არ საუბრობენ

24 იანვარი, 2013 • • 1423
“ენერგოპრო ჯორჯია” და “თელასი” მემორანდუმის გასაიდუმლოებაზე არ საუბრობენ

“ენერგოპრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი ახალი მემორანდუმის გასაიდუმლოების მიზეზებზე კომენტარს არ გააკეთებს: 

 

“მემორანდუმი და ხელშეკრულებების საკითხს კომენტარის გარეშე ვტოვებთ. რაც შეეხება ტარიფის გაიაფების საკითხს, ეს კომპანიის მიერ განხორციელებული კაპიტალდაბანდებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეს არის ძირითადი რესურსი,”– ამბობს დვალიშვილი.

ტარიფი
ტარიფი

მისი განცხადებით, შემცირებული ტარიფით “ენერგოპრო ჯორჯიას” აბონენტების 90 პროცენტმა ისარგებლა. თითო აბონენტის მოხმარება საშუალოდ 107 კილოვატ/საათია.

 

“თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია აცხადებს, რომ მემორანდუმის საკითხზე კომენტარი, “თელასის” მფლობელმა კომპანიამ უნდა გააკეთოს:

 

“ინტერ რაო, თუ საჭიროდ ჩათვლის, ამ თემაზე ისაუბრებს. მე სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი