გამოცემის თანახმად, დღეს 24 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეულ სტუმართა საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.

 

“საქართველოს პრემიერი მემდვედევთან თავად მივიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი რაღაც საკითხზე საუბრობდნენ,”- განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელიც აღნიშნულ მიღებაზე იმყოფებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვოსტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *