ახალი ამბები

რუსთავი 2: ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი გადადგა

24 იანვარი, 2013 • 1054
რუსთავი 2: ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი გადადგა

როგორც ირკვევა, დავით საყვარელიძის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება გვიან ღამით, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

 

რუსთავი 2 –თან საუბარში საყვარელიძე ამბობს, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარების საკითხზე მისი და კულტურის სამინისტროს ხედვა განსხვავებული აღმოჩნდა, ასევე, მისთვის საკუთარი პოზიციის შეცვლაც უთხოვიათ.

 

დავით საყვარელიძის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არც კულტურის სამინისტროს  გაუკეთებია.

 

თეატრის გენერალური დირექტორის თანამდებობას დავით საყვარელიძე 2004 წლიდან იკავებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი