ახალი ამბები

საბაზისო პაკეტი ორსულობის მონიტორინგს და მშობიარობას უზრუნველყოფს

23 იანვარი, 2013 • 1218
საბაზისო პაკეტი ორსულობის მონიტორინგს და მშობიარობას უზრუნველყოფს

კონკრეტულად რა მომსახურებები შევა საბაზისო პაკეტში, მინისტრი არ აკონკრეტებს, თუმცა აზუსტებს, რომ საბაზისო პაკეტი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა უსაფრთხო და კვალიფიციურად უზრუნველყოფილი იყოს. 


“თუ მშობიარეს სურვილი ექნება, ამ საბაზისო პაკეტს ზევით ვიპ -მომსახურება მიიღოს, მაგალითად, აიყვანოს პირადი ექიმი ან კერძო პალატით ისარგებლოს, ამ შემთხვევაში დამატებით თანხის გადახდა თავადვე მოუწევს,”- ამბობს მინისტრი. 


რამდენით განისაზღვრება საბაზისო პაკეტი, ამ რიცხვის დასახელებისგან ამ ეტაპზე მინისტრი თავს იკავებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციები სამედიცინო დაწესებულებებთან დროის სიმცირის გამო ჯერ არ გაუვლია. 


შეგახსენებთ, რომ უფასო მშობიარობის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ თვის დასაწყისში გაახმიანა. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი