დღეს, 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე იმართება.
BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 50 000 პოლიციელი და 7 000 ჯარისკაცი არის განლაგებული არჩევნებზე უსაფრთხოების დასაცავად.
საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. წამყვანი კანდიდატები რადიკალი მემარცხენეები ან რადიკალი მემარკვენეები არიან. გამარჯვების ყველაზე დიდ შანსს ოთხ კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ: კონსერვატორ ფრანსუა ფილიონს, რადიკალ მემარჯვენე მარი ლე პენს, ლიბერალ ცენტრისტ ემანუელ მაცრონს და რადიკალ მემარცხენე ჟან-ლუკ მელენონს.
უსაფრთხოების დამატებითი ზომები არის მიღებული ელისეის მინდვრებზეც – სადაც რამდენიმე დღის წინ პოლიციელს ესროლეს. თვდამსხმელი კარიმ ჩურფი ადგილზე მოკლეს. “ისლამურმა სახელმწიფომ” განაცხადა, რომ ჩურფი მათი მებრძოლი იყო.