ახალი ამბები

კონტრაბანდული ოქრო თურქეთიდან

22 იანვარი, 2013 •
კონტრაბანდული ოქრო თურქეთიდან
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კონტრაბანდული საქონლის შემოტანის ფაქტზე გამოავლინეს ზეინაბ იმესაშვილი.
 
 
გამოძიების ცნობით, იმესაშვილმა ტვირთის განბაჟების გარეშე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა 727 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. კერძოდ, ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, რომელთა ღირებულება შეადგენს 39 776 ლარს.
 
 
გამოძიება აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214–ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან  7  წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი