ახალი ამბები

საბაჟო წესების დარღვევისთვის სომხეთის მოქალაქე დააკავეს

22 იანვარი, 2013 •
საბაჟო წესების დარღვევისთვის სომხეთის მოქალაქე დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბესალიანმა, გადასახადისგან თავის არიდების მიზნით, საბაჟო წესების დარღვევით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, დუბაი–თბილისის რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოიტანა  Iphone 4s,  Iphone 5, Samsung galaxy s3–ის  ფირმის ძვირადღირებული მობილური ტელეფონები, რომელთა საერთო ღირებულება 19 245 ლარს შეადგენს.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი