“პოლიციელის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციასა და გახსნას, არამედ საზოგადოებისთვის დახმარების აღმოჩენასაც, მათ შორის, არასამუშაო საათებშიც,”- ნათქვამია პოლიციელის ეთიკის ეხალ კოდექსში.
გარდა ამისა, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, პოლიციელი, მიუხედავად მისი თანამდებობის ან წოდებისა, ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. ასევე, პოლიციელის ეთიკურობა ნებისმიერ დროს მოითხოვს, მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით.
“პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საშუალება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა,”- წერია დოკუმენტში.
კიდევ ერთი ნორმა, რომელიც პოლიციელს სამუშაო საათებში მოეთხოვება, არის გარკვეული აკრძალვები. მაგალითად, მოქალაქესთან ურთიერთობის დროს სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალეს ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.
შს მინისტრის განმარტებით, პოლიციის ის რეფორმა, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო, ბოლომდე არ იყო მიყვანილი და დასრულებული.
“ჩვენ არ ვჩერდებით, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩემი სურვილი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ პოლიციელი გახდეს სამაგალითო.”
როოგრც მინისტრი ამბობს, პოლიციელთა ეთიკურობას მის მიერ შექმნილი დაახლოებით 50 -კაციანი ჯგუფი შიდა მონიტორიგნს გაუწევს. მინისტრის თქმით, სამინისტროს ყველა დარღვევაზე და გადაცდომაზე მყისიერი რექცია ექნება.
